1.სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის სრულწლოვანი; ბ) მან იცის სახელმწიფო ენა; გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს; ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას; ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
