1.სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ.
2.სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.
3.საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
