საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Статья 79. ზოგადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ
1. შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ ფუნქციას, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უვნებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის მოთხოვნებს.
2. შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომუზრუნველყოფილ იქნეს მისი მაქსიმალური ხანმედეგობა.
3. 2019 წლის 3 ივნისამდე აშენებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ამ თავით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
