1.შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
1.შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე, ხოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში − აგრეთვე ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.
3.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლებელია ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ცალ-ცალკე განისაზღვროს.
4.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შენობის იმ ელემენტების შეცვლისას და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნის შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, განისაზღვრება ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით.
5.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეები გამოითვლება შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები.
6.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა გადაიხედოს რეგულარულად, არაუმეტეს 5 წლის ინტერვალით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად.
7.განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემები, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემები და თბური ტუმბოები გამოიყენება არსებული შენობის რეკონსტრუქციისას ან ახალი შენობის მშენებლობისას, თუ მათი გამოყენება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.