1.შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევის, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2.შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
3.შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს.
4.შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით.
5.ახალი შენობა აღჭურვილი უნდა იქნეს თვითრეგულირებადი მოწყობილობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

