სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.
2.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე).
3.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 3 1 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების შესახებ, აგრეთვე, თუ ემიტენტისთვის/ რეფინანსირების ბანკის მოვალისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, − შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.
4.საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4 1 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4 2 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. 4 3 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4 4 . „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან. 4 5 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5.ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის კანონით განსაზღვრული საქმიანობა.
6.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.
7.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
8.(ამოღებულია - 14.07.2020, №6810) .
9.ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3520 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.321 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6310 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4941 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5678 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2114 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. ს აქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3767 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი II აღსრულების ორგანოები საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს. 2. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე). 3. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 3 1 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების, აგრეთვე შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე. 4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველი კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [ 4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 4 1 . ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდის (ქვეფონდების) ვალდებულებათა შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [ 4 2 . ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. (ამოქმედდეს( ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]იანვრიდან) ] 5. ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს მომსახურების საფასურზე. 6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე. 7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. 8. (ამოღებულია - 14.07.2020, №6810) . 9. ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3520 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.321 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6310 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4941 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5678 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2114 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. ს აქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3767 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი II აღსრულების ორგანოები საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
Ссылаются на неё