1.მმართველობითი საბჭო ვალდებულია სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად თავისი შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი წევრებისგან შექმნას შემდეგი კომიტეტები: ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.
2.კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე.
