Статья 25. კოლეჯის მართვის პრინციპები და კოლეჯის ვალდებულებები
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე. 1 1 . სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კოლეჯს, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ: ა) ის გადადგა თანამდებობიდან; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ზ) ის გარდაიცვალა. 1 3 . ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 1 4 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს.
