Статья 5. სწავლების ენა
1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობს: ა) სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა; ბ) მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ენების გარდა, სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია, თუ ეს განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ ენაზე სწავლების საკითხი შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო). საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №349 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3 8 35 – ვებგვერდი, 15 .12. 202 3 წ. თავი II. პროფესიული განათლების სისტემა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
