თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მწარმოებელი უფლებამოსილია არ შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თვისებების დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთის საფუძველზე არასერიული წარმოების გზით, და მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულია ერთ წინასწარგანსაზღვრულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ; ბ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია მშენებლობის ადგილზე მისი ამავე სამშენებლო ობიექტზე გამოყენების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში; გ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ტრადიციული მეთოდით ან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ასევე დაცული ტერიტორიის ან განსაკუთრებული არქიტექტურული ან/და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის განახლების მიზნით.
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
