სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია უნდა ასახავდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებებს მის ძირითად მახასიათებლებთან მიმართებით, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით.
2.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მითითებას პროდუქტის ტიპზე, რომლისთვისაც შედგენილ იქნა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაზე; ბ) რეგლამენტის დანართი III-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემას ან სისტემებს; გ) საქართველოს სტანდარტის იმ საიდენტიფიკაციო ნომერსა და დამტკიცების/რეგისტრაციის თარიღს, რომელიც გამოყენებულ იქნა სამშენებლო პროდუქტის თითოეული ძირითადი მახასიათებლის შეფასებისას; დ) შესაბამის შემთხვევებში, მწარმოებლის მიერ გამოყენებული ყველა სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერსა და იმ მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მწარმოებელი ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას; ე) სამშენებლო პროდუქტის გამოყენების შესახებ მითითებას, შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ფორმით; ვ) შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ძირითადი მახასიათებლის ჩამონათვალს, რომელიც გააჩნია პროდუქტს დეკლარირებული დანიშნულებით გამოყენებისას; ზ) სამშენებლო პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, სულ მცირე, ერთი ძირითადი მახასიათებლის თვისებების შესახებ ინფორმაციას; თ) შესაბამის შემთხვევებში, სამშენებლო პროდუქტის თვისებებს კლასის ან დონის მიხედვით, ან მისი ძირითადი მახასიათებლების აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გამოთვლების თანხლებით; ი) სამშენებლო პროდუქტის იმ ძირითადი მახასიათებლების თვისებების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია მის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან; კ) შესაბამისი ჩანაწერი იმ ძირითადი მახასიათებლებისთვის, რომელთა მიმართ თვისებები არ არის დეკლარირებული; ლ) სამშენებლო პროდუქტის თვისებებს კლასის ან დონის მიხედვით ან თვისებების აღწერას ყველა იმ ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, რომელსაც შეიცავს ევროპული ტექნიკური შეფასება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო პროდუქტისათვის გათვალისწინებულია ევროპული ტექნიკური შეფასება.
3.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შედგენილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ნიმუშის შესაბამისად.
4.შესაბამის შემთხვევაში, თვისებების დეკლარაციას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განასზღვრული შეზღუდულად ბრუნვადი მასალების გამოყენების შესახებ, მათი აღწერილობა დანიშნულება, გამოყენების დრო ადგილი და მეთოდი.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies that a unique identification code must be used to identify product type, level, and class in declarations of properties.
акт об изменении №5785315A specific sub-item ('l') is removed from the information requirements within the declaration of product characteristics.
акт об изменении №5055686The specification for including the standard identification number in the declaration of properties is updated.
акт об изменении №4366031Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.