სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
3.მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.
4.მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.
5.მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.
6.მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებისას სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
7.მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.
8.მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
Изменения, которые прошла эта статья
Manufacturers are now required to include instructions and safety information in the Georgian language with construction products before placing them on the market.
акт об изменении №6143338Specifies timelines and introduces requirements for conformity assessment bodies, including independence criteria and responsibilities.
акт об изменении №5785315The amendment updates the requirements for manufacturers to prepare declarations of properties and technical documentation, emphasizing consistency with updated regulations.
акт об изменении №5055686The requirement for manufacturers to prepare a declaration of properties is updated to include technical documentation supporting the assessment of consistency.
акт об изменении №4366031Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.