1.დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები.
