Только для информации — не юридическая консультация.
1. ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს საქონელი უნდა მოექცეს ტრანზიტის პროცედურაში.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს: ა) ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად; ბ) „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (TIR კონვენცია) შესაბამისად, თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) „საქონლის დროებითი დაშვების ATA კარნეტის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) და „დროებითი დაშვების შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის შესაბამისად; დ) თუ გადაზიდვა, მსოფლიო საფოსტო კავშირის შესაბამისი აქტების მიხედვით, არის საფოსტო გადაზიდვა.
4. საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ამ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი