Статья 119. ტვირთის უფლებამოსილი მიმღები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანომ დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (TIR კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიღების უფლება, თუ ამ საქონლის გადაზიდვა ხორციელდება იმავე კონვენციის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ უფლების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არის ტვირთის უფლებამოსილი მიმღები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
