Статья 185. უმნიშვნელო ღირებულების სასაქონლო პარტიის შემოტანა
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლისგან შემდგარი ნებისმიერი სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც საქართველოში მიმღებს უცხო ქვეყნიდან ეგზავნება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „უმნიშვნელო ღირებულების საქონელი“ არის 300 ლარამდე ღირებულების სასაქონლო პარტია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
