Статья 190. მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება მგზავრის მიერ: ა) 1 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ სეს ესნ-ის 02, 04, 06−მე-12 და მე-15− 21-ე ჯგუფებითა და 0302−0307 და 2201−2202 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის კვების პროდუქტის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ სეს ესნ-ის 28-ე–97-ე ჯგუფებით (გარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდისა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; გ) ამ კოდექსის 186-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმავე ნაწილით განსაზღვრული ოდენობით შემოტანა, იმავე ნაწილის შენიშვნის გათვალისწინებით.
