1.იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ლაბორატორიაში გამოყენებისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების არასამეწარმეო მიზნით შემოტანა.

Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებულ ცხოველზე, ბიოლოგიურ ან ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც განკუთვნილია: ა) იმ საჯარო დაწესებულებისთვის ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა; ბ) კერძო დაწესებულებისთვის, რომლის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომლებიც, განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო კვლევისთვის.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.