1.უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ქმნის ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის მხარდაჭერის პროგრამებს მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით. პროგრამის შინაარსი, მოცულობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.



