„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
Статья 11. - გადაცემის გზები
1. ინფორმაცია უნდა გაიცვალოს: ა) ან მეკავშირე პროკურორს, ან თუ მეკავშირე პროკურორი არ არის დანიშნული ან არ არის სხვამხრივ ხელმისაწვდომი, ევროჯასტთან საკონტაქტო პირსა და რელევანტურ ეროვნულ წევრებს ან კოლეჯს შორის; ან ბ) თუ ევროჯასტმა დანიშნა მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში, ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატსა და საქართველოს რომელიმე კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2. მეკავშირე პროკურორი ან/და ევროჯასტთან საკონტაქტო პირი უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლებრივი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საქმის გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე არის სათანადო წესით ჩართული.
3. მხარეები არ არიან შეზღუდული, კონკრეტულ შემთხვევებში შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის სხვა საშუალებებზე.
4. ორივე მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ მათი შესაბამისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილნი, გაცვალონ ინფორმაცია შესაბამის დონეზე და არიან სათანადოდ შემოწმებულები.
