საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 271. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო . საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი . 1 1 . (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. 2 1 . ამ კოდექსის 277-ე−279-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
4. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
