1.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობას არეგულირებს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3.წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად; ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა; დ) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება, რომლებიც არეგულირებს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; ე) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება; ვ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ამ კანონის ან ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრება; ზ) პირველადი წყალმოსარგებლის რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა; თ) პირველადი წყალმოსარგებლისთვის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტის დამტკიცება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სათანადოდ შესრულებისთვის; ი) პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პირველადი წყალმოსარგებლის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
4.ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის შემთხვევაში წერილობით გააფრთხილოს იგი ან დააკისროს მას 5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე ჯარიმა. ამ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველად წყალმოსარგებლეს გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.