წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას.
2.პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) მომსახურება გასწიოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად; დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად; ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა; თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში; ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies the obligations of primary water suppliers, including providing quality water and maintaining infrastructure.
акт об изменении №5789597Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.