ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 110. ბოლო ალტერნატივის მიწოდება
1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს შეარჩევს საქართველოს მთავრობა ღია სატენდერო პროცედურაზე დაყრდნობით. ამასთანავე, დასაშვებია საჯარო ვალდებულების სახით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის განსაზღვრა ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის პირობებს ამტკიცებს და ტენდერს აცხადებს საქართველოს მთავრობა. სატენდერო პირობები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შესარჩევ კრიტერიუმებს, სახელშეკრულებო პირობებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას, აგრეთვე მითითებებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესზე, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრისა და მისი ცვლილების მეთოდზე.
3. თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა (მათ შორის, პრეტენდენტის არარსებობის გამო), საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად ტენდერის ჩატარების გარეშე დაასახელოს სამინისტროს მიერ წარდგენილი ენერგეტიკული საწარმო.
4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია ხდება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
