ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობის, აგრეთვე ელექტროენერგიის სხვა, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდება.
2.ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს.
3.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
4.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია.
5.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
Изменения, которые прошла эта статья
Updates rules regarding the Electricity Market Operator's role and fee structures.
акт об изменении №5317153Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.