1.ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
2.ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ელექტროენერგიის მწარმოებელს, ტრეიდერს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს (ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარსა და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.
3.ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად უნდა განახორციელონ.
4.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.
5.თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

