1.ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
