1.კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
