რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Статья 13. მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური და ადამიანური რესურსი
1. მარეგულირებელი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით.
2. მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობა უნდა ფინანსდებოდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
