ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 43. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია
Редакция №14 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2025 г.
1. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას ახდენს კომისია გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის გაცემით. ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. გადაცემის საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. თავი XI. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება
