ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 45. ქონებრივი განცალკევება
1. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც გადამცემ სისტემას ფლობს, უნდა იმოქმედოს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორმა, და ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვოს გადაცემის საქმიანობის ლიცენზია.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი: ა) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მიმართ; ბ) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის კონტროლს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; გ) რომელიც ნიშნავს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მესაკუთრე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ; დ) ერთდროულად იყოს როგორც წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.
