1.გადამცემი სისტემის ოპერატორი, განურჩევლად მისი განცალკევების მოდელისა, უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობას, ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას ეკონომიკური პირობების შესაბამისად, რათა დაცულ იქნეს როგორც ღია ბაზარი, ისე უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი − დააკმაყოფილოს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ელექტროენერგიის ან გონივრული მოთხოვნები და მის მიერ გასაწევი მომსახურების ვალდებულებების შესრულებისთვის შესატყვისი საშუალებები. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
