1.ოპერატორი, მათ შორის, პროვაიდერი, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორი, ვალდებულია დაადგინოს მის საგადახდო სისტემაზე პროვაიდერების წვდომის, აგრეთვე საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები. საგადახდო სისტემის მიმართ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საგადახდო სქემაზედაც (მათ შორის, უცხოურ სქემაზე), გარდა ისეთი საგადახდო სქემისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3 პროცენტს.
2.საგადახდო სისტემაზე წვდომის, საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები: ა) უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული; ბ) არ უნდა იწვევდეს საგადახდო სისტემაში მონაწილეობის/საგადახდო სისტემაზე წვდომის შეზღუდვას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა საგადახდო სისტემის ფინანსური და საოპერაციო მდგრადობის ან კონკრეტული რისკებისგან (როგორებიცაა: ანგარიშსწორების რისკები, საოპერაციო რისკები, ბიზნესრისკები) დასაცავად.
3.ოპერატორს არ აქვს უფლება, მის სისტემაზე წვდომისთვის პროვაიდერებს, მომხმარებლებს ან სხვა ოპერატორს დაუწესოს: ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით; ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის ცალკეულ მონაწილეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით და სხვა შეზღუდვები, რომლებიც მონაწილეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
4.ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება შემდეგ საგადახდო სისტემებზე: ა) საგადახდო სისტემაზე, რომლის მონაწილე ყველა პროვაიდერი წარმოადგენს ერთი ჯგუფის წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისტემაში სხვა პროვაიდერების მონაწილეობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება; ბ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მართვისთვის პასუხისმგებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, თუ იგი წარმოადგენს როგორც გადამხდელის, ისე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
5.თუ საგადახდო სისტემის მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ამ სისტემის მონაწილე არ არის, შესაძლებლობას აძლევს, ამ სისტემის გავლით გადასცეს ტრანსფერორდერები, სისტემის ეს მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს მისცეს იგივე შესაძლებლობა ობიექტურ, პროპორციულ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე. მოთხოვნაზე (მათ შორის, მოთხოვნის ნაწილზე) უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აცნობოს უარის თქმის შესახებ, აგრეთვე წარუდგინოს საფუძვლიანი დასაბუთება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება. 5 1 . საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან/ვალდებულია საგადახდო სისტემის ფუნქციონირების დონეზე უზრუნველყონ/უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 20 1 მუხლის 13 1 და 13 2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
6.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საგადახდო სისტემაში შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი III. სისტემების დაცვა საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.






