საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 173^14. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება იმ დაწესებულების მიერ, რომელშიც ამ პირის დასაქმება კანონით აკრძალულია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პირის დასაქმების იმ შემთხვევაზე, როდესაც ამ პირს საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5751 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
