„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 11. პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა)
1. ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე.
2. პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები: ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ.
3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს; დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.
