„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 19. ენერგოაუდიტის განხორციელება და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა მრეწველობაში
1. ენერგოაუდიტი არის დამოუკიდებელი ღონისძიება ან/და ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საწარმოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია) ფარგლებში და რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
2. პირველი კატეგორიის საწარმომ ყოველ 4 წელიწადში უნდა განახორციელოს სრული ენერგოაუდიტი ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას: ა) თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით; ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.
