1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სამინისტრო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე ამზადებს და აქვეყნებს ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან შესაძლებლობას, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე არსებული ან საპროგნოზო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ: ა) ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოებას; ბ) ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის საპროგნოზო ბალანსს მომდევნო 5 წლის პერიოდში; გ) ანგარიშის შედგენის თარიღიდან 5-დან 15 წლამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების პერსპექტივას; დ) მომდევნო 5 ან 5-ზე მეტი წლის პერიოდში ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან მიმართებით გადამცემი სისტემის ოპერატორის ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმებს, რომლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
4.ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიანი ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეეხება ურთიერთდამაკავშირებლებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გეგმებს, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვის პრინციპებს; ბ) ელექტროენერგიის არსებულ და პერსპექტიულ გადამცემ ხაზებს; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და მოხმარების, აგრეთვე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოსალოდნელ სცენარებს, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; დ) რეგიონული, ეროვნული და ევროპული მასშტაბებით არსებულ მდგრადი განვითარების ამოცანებს, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
5.სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესასრულებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის შიდა გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევაში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ.
6.ამ მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულებისას სამინისტრო უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას ამ კანონის 151-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი XXXIV. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.