Статья 20. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია
მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შექმნა; ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; გ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის მუნიციპალური ტყის საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადების წარდგენა; ზ) მუნიციპალური ტყის მართვის გეგმის დამტკიცება; თ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალური ტყის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება; ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღკვეთა და ამ ფაქტების შესახებ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება; კ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
