Статья 13. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა
1. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სამართავად საქართველოს მთავრობა ამტკიცებს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმას. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მიზნებია: ა) ჯანსაღი გარემოსა და ეკოლოგიური სერვისების შენარჩუნება; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დაცვის უზრუნველყოფა; გ) დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალური ან/და ეკონომიკური სარგებლის მიღების უზრუნველყოფა; დ) სხვადასხვა საქმიანობას შორის კონფლიქტების თავიდან აცილება; ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ბუნებრივი ან/და კულტურული თავისებურებების დაცვა.
2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს: ა) ამ გეგმის მიზნებისა და ფარგლების შესახებ ინფორმაციას; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის საზღვრების გეოგრაფიულ აღწერილობას; გ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონასა და მის მიმდებარე ზონაში არსებული რესურსების აღწერილობას; დ) აკვაკულტურის საქმიანობის აღწერილობას: მოწყობილობები, გამოყენებული სახეობები, წლიური წარმადობა, მცურავი საშუალებები, კვება და სხვა; ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში განთავსებული შუქურებისა და მოწყობილი მონიშვნების მართვისა და ფუნქციონირების აღწერილობას; ვ) სამეცნიერო და ტექნიკური მონიტორინგისა და მასში მონაწილე უწყებების შესახებ ინფორმაციას; ზ) აკვაკულტურის ობიექტთა − ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის პროგრამას და მისი მართვის შესახებ ინფორმაციას; თ) დაავადებისა და სხვა აუცილებელ (მაგალითად, დაღვრის, ნარჩენების) შემთხვევებში საგანგებო სიტუაციის გეგმის შემუშავების შესახებ ინფორმაციას; ი) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეეხება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სათანადოდ გამოყენებასა და მართვას, აგრეთვე აკვაკულტურის საქმიანობის მდგრადობას.
3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მოთხოვნები, რომლებიც სანებართვო პირობების ნაწილია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აკვაკულტურის შესახებ
