Статья 24. აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება
1. აკვაკულტურის ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თუ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა, არ დაიწყებს აკვაკულტურის საქმიანობას, აკვაკულტურის ნებართვა უქმდება.
2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის დემონტაჟის განხორციელება და მისი განხორციელების ხარჯების ანაზღაურება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს დააკისროს.
4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თავი VII. აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აკვაკულტურის შესახებ
