1.აკვაკულტურის კონსტრუქციაში სპეციალურად ჩასმული, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის ან ხელოვნურ მყარ ფსკერულ კონტრუქციაზე (მათ შორის, ხელოვნურ რიფზე) მიმაგრებული ჰიდრობიონტები არის საკუთრება, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
1.აკვაკულტურის კონსტრუქციაში სპეციალურად ჩასმული, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის ან ხელოვნურ მყარ ფსკერულ კონტრუქციაზე (მათ შორის, ხელოვნურ რიფზე) მიმაგრებული ჰიდრობიონტები არის საკუთრება, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აკვაკულტურის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.აკრძალულია საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში ნებისმიერი სახის თევზჭერა (მათ შორის, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), აგრეთვე სხვა ჰიდრობიონტების შეგროვება და მცურავი საშუალებით აკვაკულტურის კონსტრუქციიდან 50 მეტრის რადიუსში გადაადგილება. აღნიშნულ არეალში ნებისმიერი პირის ყოფნა ან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელზე, ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებსა და მცურავ საშუალებაზე.
3.აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში ნებისმიერ პირს ეკრძალება: ა) დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას, მოიპოვოს, გადაიყვანოს ან გადააადგილოს თევზი ან წყლის სხვა ორგანიზმი ან აღჭურვილობა/მოწყობილობა, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ამ არეალში თევზის ან წყლის სხვა ორგანიზმის გასამრავლებლად ან გასაზრდელად იყენებს; ბ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ან რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ არეალს ან დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებაში.
4.სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებას ან სხვაგვარად ხელყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს.
5.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია მოიპოვოს და აკვაკულტურის ნებართვის გამცემს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული სხვა ლიცენზია/ნებართვა ან თანხმობა.
6.სახელმწიფო უზრუნველყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვას. თავი VIII. ექსტენსიური აკვაკულტურა
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.