1.ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (მუნიციპალიტეტის, დასახლების ან ახლომდებარე დასახლებული პუნქტის, მდინარის აუზის დასახელებები); ბ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის რუკა, ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები; გ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; დ) (თევზის ან/და სხვა ) ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე; ე) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; ვ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა); ზ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია; თ) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ი) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; კ) გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია; ლ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; მ) ველურ სახეობაზე დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ნ) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ო) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; პ) წყლის ხარისხის ანალიზის (აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად) შესახებ ინფორმაცია და წყალსარგებლობის გეგმა.
