1.თუ სამუშაოს მაძიებელი დასაქმების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლას საჭიროებს, სააგენტო მას აწვდის სათანადო ინფორმაციას და ამ კურსის სამუშაოს მაძიებლისთვის მისაწოდებლად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
2.მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიმართულება განისაზღვრება სამუშაოს მაძიებლის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან, აგრეთვე შესაბამის სფეროში დასაქმების შესაძლებლობიდან გამომდინარე.
3.მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის ფორმები და სააგენტოს მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსისთვის გასაწევი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება 1. დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირების მიზნით სამუშაოს მაძიებელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება სამართლებრივი, მარკეტინგული და ფინანსური მომსახურებები, ეფექტიანი მართვის მეთოდებსა და ტექნიკასთან დაკავშირებული და სხვა საკონსულტაციო მომსახურებები.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდება შეიძლება განახორციელოს სააგენტომ ან ხელშეკრულების საფუძველზე − პროფესიულმა ორგანიზაციამ, აგრეთვე შესაბამის სფეროში სპეციალიზებულმა იურიდიულმა პირმა ან სხვა იურიდიულმა პირმა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.






