დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Статья 6. საქმიანობის არჩევის თავისუფლება
Редакция №5 Сверено с действующей редакцией · 16 апр. 2025 г.
სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, ინდივიდუალური უნარებიდან და დასაქმების შესაძლებლობებიდან გამომდინარე: ა) აირჩიოს დასაქმების ადგილი, ფორმა და სახე; ბ) დასაქმებაზე უარი თქვას, თუ მას შეთავაზებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები არ აქვს; გ) კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაიაროს მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი.
