1.შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას.
2.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.
3.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.
4.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები: ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები; ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან; გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე.
5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება.
6.ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.


