Статья 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ; ბ) აქტივების მმართველმა კომპანიამ ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე; გ) აქტივების მმართველი კომპანია აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს; დ) აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ე) ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით; ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ზ) აქტივების მმართველი კომპანია გადახდისუუნარო გახდა; თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
