Статья 17. კონფიდენციალურობის ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი
1. მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კრედიტორთა კომიტეტის წევრი, კრედიტორი, ექსპერტი ვალდებულია მესამე პირს არ გადასცეს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე, რომლის ინტერესების დასაცავადაც მოქმედებს კონფიდენციალურობის ვალდებულება, თანხმობას განაცხადებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. კონფიდენციალურობის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ქონების შესწავლისთვის, მართვისთვის ან რეალიზაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებისას გამოიყენოს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
