Статья 76. კრედიტორთა კომიტეტი
1. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია კრედიტორთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი.
2. კრედიტორთა კომიტეტის არჩევა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს არანაკლებ 50 კრედიტორი და მოვალის ბოლო სამეურნეო წლის მაჩვენებლები შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს: ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება; ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება.
3. კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა განახორციელოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველ კრებაზე. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.
4. კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს − არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.
5. კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას მიუკერძოებლად ახორციელებს. კრედიტორთა კომიტეტის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისგან განსხვავებული, კერძო ინტერესები.
6. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: ა) მოვალის წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეები, აგრეთვე წილის მესაკუთრეები ან აქციონერები, რომლებიც მოვალის მართვაში მონაწილეობენ ან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მის მართვაზე; ბ) მოვალის მართვასთან ან/და მოვალის წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეებთან ან მოვალესთან დაკავშირებული პირები; გ) კრედიტორები, რომლებიც იმავდროულად მოვალის კონკურენტები არიან, და მათთან დაკავშირებული პირები.
7. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ამ კომიტეტის არანაკლებ 2 წევრი ესწრება.
8. კრედიტორთა კომიტეტი თავის წევრთა უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს მის სხდომას.
9. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმის მიცემის პროცედურის დროს კრედიტორთა კომიტეტის წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.
10. კრედიტორთა კომიტეტი უფლებამოსილია: ა) რეაბილიტაციის მმართველს, მართვაში მყოფ მოვალეს, რეაბილიტაციის ზედამხედველს მოსთხოვოს: ა.ა) რეაბილიტაციის მმართველის, მართვაში მყოფი მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ა.ბ) მოვალის მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე გაეცნოს ფულადი სახსრების მიმოქცევის დამადასტურებელ დოკუმენტებს; ა.გ) კრედიტორთა კომიტეტის სხდომაზე დასწრება. ამ სხდომაზე დასასწრები მოსაწვევი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს სხდომის თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა; ბ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში, აგრეთვე მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი; გ) მოამზადოს რეკომენდაციები კრედიტორთა კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხებზე; დ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
