„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 6. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება და დაფინანსება
1. შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი მიზნის მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება.
2. შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონება, დაფინანსება და შემოსავლები სრულად ხმარდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნის მიღწევას და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.
