მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 25. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; მისი უფლება-მოვალეობანი
სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს: ა) პირს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებით „ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს, რომელიც არის ან იქნება დაკავშირებული კონკრეტული ობიექტის დაპროექტებასა და მშენებლობასთან, ასევე წარმოადგენს დაინტერესებულ ან ურთიერთდამოკიდებულ პირს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებებში, არა აქვს უფლება განახორციელოს იმავე ობიექტთან დაკავშირებული საექსპერტო შეფასება; გ) სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს, რომელიც ვალდებულია მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს; დ) სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
